გამოგვყევით

ვიტამინი B1 5% ხსნარი საინექციო

შემადგენლობა:ყოველი მლ პრეპარატი შეიცავს 50მგ თიამინის ქლორიდს. 
დამხმარე ნივთიერებები: ცისტეინი და საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:ორგანიზმში თიამინის ქლორიდი ფოსფორილირების შედეგად გარდაიქმნება კოკარბოქსილაზად, რომელიც წარმოადგენს კოფერმენტს მრავალ ფერმენტულ რეაქციაში და უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ნახშირწყლების, ცილებისა და ლიპიდების მეტაბოლიზმში. ვიტამინი “B1” მოლეკულის 4' პოზიციაში განლაგებული აზოტის ატომი ზემოქმედებს სინაპსებში ნერვული აგზნების გატარებაზე, გააჩნია განგლიომაბლოკირებელი და კურარეს მაგვარი ეფექტები. 

ჩვენებები:ვიტამინი B1-ის ჰიპო- და ავიტამინოზი დაკავშირებული მისი ნაწლავში შეწოვის დაქვეითებასთან, შიმშილობასთან, ქრონიკულ ალკოჰოლიზმსა და ღვიძლის ფუნქციის დაქვეითებასთან. ვიტამინის გაზრდილი მოთხოვნილება ორსულობის, ლაქტაციის და ორგანიზმის ინტენსიური ზრდის დროს. ნევრიტების, პოლინევრიტების, რადიკულიტის, ნევრალგიების, პერიფერიული დამბლების დროს. აგრეთვე გამოიყენება ნევროგენული დერმატოზების, კანის ქავილის, პიოდერმიის, ეკზემის და ფსორიაზის სამკურნალოდ. 

გააზიარეთ
ეს ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის (EU) და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერს და არ ასახავს ევროკავშირისა და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის შეხედულებებს.