გამოგვყევით

ფაგიო

ფაგიო გამოიყენება ბაქტერიებით (სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, ნაწლავური ჩხირი, ფსევდონომები და პროტეუსი) გამოწვეული ჩირქოვანი დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.

– ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ბაქტერიული ინფექციების დროს (ცხვირის ღრუსა და წიაღების ანთება, შუა ყურის ანთება, ანგინა, ლარინგიტი, ფარინგიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი, პნევმონია, პლევრიტი);

– ქირურგიულ პრაქტიკაში: დაჩირქებული ჭრილობების, დამწვრობების, აბსცესების, ფლეგმონების, ფურუნკულების, კარბუნკულების, ჰიდრადენიტების, პანარიციუმების, პარაპროქტიტების, მასტიტების, ბურსიტების, ოსტეომიელიტების სამკურნალოდ კომპლექსურ თერაპიაში;

– როლოგიურ პრაქტიკაში უროგენიტალური დაავადებების დროს (ურეთრიტები, ცისტიტები, პიელონეფრიტები, კოლპიტები, ენდომეტრიტები, სალპინგოოფორიტები);

– საჭმლის მომენელებელი სისტემის დაავადებების სამკურნალოდ კომპლექსურ თერაპიაში (ენტერული ინფექციები, გასტროენტეროკოლიტები, ქოლეცისტიტები, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (დისბაქტერიოზი));

– ახალშობილთა ჩირქოვან-ანთებითი დაავადებების დროს (ომფალიტები, პიოდერმია, სეფსისი).

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

გააზიარეთ
ეს ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის (EU) და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერს და არ ასახავს ევროკავშირისა და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის შეხედულებებს.