გამოგვყევით

მისია

ქართული ბიოფარმაცევტული კლასტერის მისიაა გახდეს ერთ-ერთი მთავარი ფარმაცევტული კლასტერი მსოფლიოში და გაიმყაროს ლიდერობა ბაქტერიოფაგებისა და მცენარეული ფარმაცევტული საშუალებების წარმოებაში, რომელიც ეფუძნება, როგორც საქართველოში 80 წლიან კვლევასა და წარმოებას, ასევე, კერძო სექტორის შესაძლებლობების ფართო ცოდნასა და გამოცდილებას.

მიზნები:

საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერი მიზნად ისახავს საერთო მიზნებითა და ამოცანებით გააერთიანოს საქართველოში ბაქტერიოფაგებისა და მცენარეული მედიკამენტების მწარმოებლები, რათა ერთობლივი ძალისხმევითა და მუშაობით გადაიჭრას საერთო გამოწვევები, როგორებიცაა სახელმწიფო რეგულაციების დაცვა, წარმოების მაღალი ხარისხის და სტანდარტების დამკვიდრება, საერთაშორისო ცოდნასა და საუკეთესო პრაქტიკულ კვლევებზე წვდომა, ინვესტიციების მოზიდვა, საექსპორტო ბაზრების გაზიარება და სხვა.

საქართველოს ფარმაცევტული კლასტერის მთავარი მიზანია:

  • იაქტიუროს ბაქტერიოფაგებისა და მცენარეული მედიკამენტების მწარმოებლების განვითარების, მაღალი კონკურენტუნარიანობის და სოციალური და ეკონომიკური მდგრადობის მისაღწევად.
  • იმუშაოს წევრებს შორის ურთიერთქმედების, თანამშრომლობისა და კოორდინირების გასაუმჯობესებლად, რათა კლასტერის წევრებისთვის განხორციელდეს საერთო პროექტები.
  • ხელი შეუწყოს კლასტერის წევრების ინტერესებს.
გააზიარეთ
ეს ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის (EU) და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერს და არ ასახავს ევროკავშირისა და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის შეხედულებებს.