გამოგვყევით

სუპრალგონი 20 მგ/მლ საინექციო

შემადგენლობა:1 ამპულა შეიცავს 20მგ ქლოროპირამინს. დამხმარე ნივთიერებები:  საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:პრეპარატი წარმოადგენს ანტიჰისტამინურ საშუალებას. მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს ჰისტამინური H1-რეცეპტორის ბლოკირებაში. სისხლის პლაზმაში გამომთავისუფლებული ჰისტამინი ვერ აღწევს H1-რეცეპტორზე და მცირდება ჰისტამინური ეფექტი - ალერგიული რეაქცია. პრეპარატი ეწინააღმდეგება ალერგიული რეაქციების განვითარებას და ასუსტებს მათ მიმდინარეობას; ავლენს ქავილის საწინააღმდეგო, სედატიურ და საძილე მოქმედებას. გააჩნია ზომიერად გამოხატული პერეფერიული ქოლინოლითური და სპაზმოლითური აქტივობა.
პარენტერალური შეყვანის დროს პრეპარატის თერაპიული კონცენტრაცია სისხლში ნარჩუნდება 4-6 საათის განმავლობაში. პრეპარატი კარგად ნაწილდება ორგანიზმში და აღწევს ჰემოენცეფალურ ბარიერში. პრეპარატი მეტაბოლიზირდება ღვიძლში, გამოიყოფა თირკმელიდან და ნაწლავიდან.  

ჩვენებები:სხვადასხვა ალერგიული დაავადებები, მ.შ. სეზონური ალერგიული რინიტი, კონიუქტივიტი, დაფოთვლა, დერმოგრაფიზმი, კონტაქტური დერმატიტი, კვებითი და მედიკამენტოზური ალერგიები, მწერების ნაკბენით გამოწვეული ალერგია, კანის ქავილი, ალერგიული ბრონქიალური ასთმა, შრატისმიერი ავადმყოფობა. აგრეთვე, სისტემური ანაფილაქტიური რეაქციის და ანგიონევროტული შეშუპების ადიუვანტური თერაპია. 

გააზიარეთ
ეს ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის (EU) და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერს და არ ასახავს ევროკავშირისა და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის შეხედულებებს.