ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნარი საინექციო
შემადგენლობა:ყოველი მილილიტრი პრეპარატი შეიცავს 9 მგ ნატრიუმის ქლორიდს. დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:ნატრიუმის ქლორიდის 0,9% (იზოტონური)ხსნარი არეგულირებს პლაზმის ოსმოლარობას და წყალ-მარილოვან ბალანსს, აგრეთვე დროებით ზრდის სისხლძარღვებში მოძრავი სითხის მოცულობას.
ჩვენებები:გამოიყენება პარენტერული მოხმარების სამკურნალო საშუალებების გამხსნელად. ინტოქსიკაციების და უჯრედგარე სითხის დიდი ოდენობებით დაკარგვის შემთხვევებში (ტოქსიკური დისპერსია, ქოლერა, დიარეა, შეუჩერებელი ღებინება და სხვა).
გააზიარეთ