გამოგვყევით

ბიოსეპტი

პრეპარატის კომპონენტი ინტესტიბაქტერიოფაგი ანადგურებს ნაწლავური ინფექციების გამომწვევ პათოგენურ მიკრობებს, ხოლო საფუარის ცოცხალი უჯრედები ანტიმიკრობული და ანტიტოქსინური მოქმედებისაა. პრეპარატი ასტიმულირებს იმონოგლობულინის Ig A სეკრეციას ნაწლავებში, რითაც ამაღლებს ორგანიზმის ანტიმიკრობულ სტატუსს, ასტიმულირებს B ჯგუფის ვიტამინების სინთეზს ნაწლავებში. ბიოსეპტი ხელს უშლის ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა დაავადებების გამომწვევი მიკრობების გავრცელებას, ანთებითი კერების წარმოქმნას, ტოქსინებისგან ასუფთავებს ორგანიზმს, ზრდის იმუნიტეტს, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას.

ჩვენებები: ბიოლოგიური პრეპარატი უკუჩვენების გარეშე
ბიოსეპტი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის:

  • სხვადასხვა ნაწლავური ინფექციების: სალმონელოზი, დიზენტერია,
  • მწვავე და ქრონიკული გასტროენტეროკოლიტები,
  • დიარეა,
  • დისპეპსია.
გააზიარეთ
ეს ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის (EU) და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერს და არ ასახავს ევროკავშირისა და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის შეხედულებებს.