გამოგვყევით

ენტეროფლორიდი

შემადგენლობა:ყოველი კაფსულა შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტი (პრობიოტიკული კომპონენტი): ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის კომპონენტი მიკრობები ლიოფილურად გაშრობილი ზრდის საკვებ არეში – ჯამურად არანაკლებ 100 მილიონი (108) ცოცხალი უჯრედი, მ.შ.: Bიფიდობაცტერიუმ ბიფიდუმ I, Bიფიდობაცტერიუმ ლონგუმ; Lაცტობაცილლუს აციდოფილლუს, Lაცტობაცილლუს ფერმენტუმ, Lაცტობაცილლუს პლანტარუმ; E.ჩოლი M-17; Eნტეროცოცცუს ფაეციუმ. ამასთან ცალკეული გვარის მიკრობების შემცველობა არანაკლებ 1 მილიონი (106) ცოცხალი უჯრედისა. 
დამხმარე მასალები: 25-25 მგ ინულინი და ფრუქტოოლიგოსაქარიდი (პრებიოტიკული ინგრედიენტი), ლაქტოზა და სახამებელი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:ენტეროფლორიდის სამკურნალო ეფექტი განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი მიკრობული უჯრედების ანტაგონისტური მოქმედებით ნაწლავების პათოგენურ მიკროორგანიზმებზე. ნორმალური ნაწლავური მიკროფლორის მაღალი რაოდენობრივი დონე მიკრობიოცენოზსში, მიღწეული პრეპარატის მიღებით, აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას; აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს; ეწინააღმდეგება ნაწლავური დაავადებების ქრონიკული ფორმების განვითარებას; აძლიერებს ორგანიზმის არასპეციფიკურ რეზისტენტობას.
პრეპარატში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები ფრუქტოოლიგოსაქარიდი და ინულინი უცვლელი ფორმით ხვდება სქელ ნაწლავში, სადაც ქმნიან დამატებით სუბსტრატულ დეპოს და ასტიმულირებენ პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი მიკრობების ზრდას. აგრეთვე დადებით ეფექტს ახდენენ ნაწლავის პერისტალტიკაზე.

ჩვენებები: 

  • მწვავე და ქრონიკული გასტროენტეროკოლიტები;
  • სხვადასხვა ეთიოლოგიის დისბიოზი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
  • ანტიბიოტიკების და სულანილამიდების მიღების ფონზე განვითარებული ან მიკრობული გენეზისის ნაწლავთა ფუნქციის დარღვევები;
  • მწვავე ნაწლავური დაავადებები რეკონვალესცენციის პერიოდში, ორგანიზმის არასპეციფიკური რეზისტენტობის ასამაღლებლად.
  • ანტიბიოტიკოთერაპიის პარალელურად, როგორც მოსალოდნელი დისბიოზის საპროფილაქტიკო საშუალება.
გააზიარეთ
ეს ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის (EU) და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერს და არ ასახავს ევროკავშირისა და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის შეხედულებებს.