გამოგვყევით

ფლორანორმი

„ფლორანორმი“ ანტიბაქტერიული ბიოლოგიური კომპლექსური პრეპარატია და წარმოადგენს ცოცხალი ნორმალური ნაწლაური ფლორის, ანუ ბიფიდობაქტერიების, ლაქტობაქტერიების, კოლიბაქტერიების და ენტეროკოკების ბაქტერიალურ ნარევს. პრეპარატის მიკრობული კომპონენტები მდგრადია სულფანილამიდური პრეპარატებისა და პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკების, ლონკომიცინის, ამინოგლიკოზიდების ტეტრაციკლინის მოქმედებისადმი, რაც თავის მხრივ განაპირობებს „ფლორანორმის“ განსაკუთრებულ ეფექტურობას ანტიბიოტიკებით გამოწვეულ კუჭნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირების დარღვევის შემთხვევაში. პრეპარატი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, ხელს უწყობს ორგანიზმში B და P ჯგუფის ვიტამინების სინთეზს, ხელს უშლის ნაწლავური დაავადებების გახანგრძლივებული ფორმის ჩამოყალიბებას, ზრდის ორგანიზმის არასპეციფიურ რეზისტენტობას.

ჩვენებები:ბიოლოგიური ტაბლეტირებული პრეპარატი უკუჩვენების გარეშე.
ფლორანორმით მკურნალობა ნაჩვენებია მოზრდილ და 6 თვეზე მეტი ასაკის ბავშვების სამკურნალოდ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის შემდეგი დაავადებების შემთხვევაში: - მწვავე და ქრონიკული გასტროენტეროკოლიტები;

  • სხვადასხვა ეთიოლოგიის დიზბაქტერიოზები, მათ შორის ანტიბიოტიკების და სულფანილამიდური პრეპარატების გამოყენებით გამოწვეული დისბაქტერიოზები;
  • ნაწლავთა დისფუნქცია ან პათოგენური და პირობით პათოგენური მიკროორგანიზმების შემთხვევაში;
  • პოსტკლინიკურ პერიოდში მყოფი ავადმყოფები, რომლებმაც გადაიტანეს მწვავე ინფექციური ნაწლავური დაავადებები, ონკოლოგიური ავადმყოფების მკურნალობის პერიოდში, სხვადასხვა ქირურგიული ჩარევის შემდეგ.
გააზიარეთ
ეს ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის (EU) და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერს და არ ასახავს ევროკავშირისა და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის შეხედულებებს.