გამოგვყევით

გლუკოზა 40% ხსნარი საინექციო

შემადგენლობა:ყოველი მილილიტრი პრეპარატი შეიცავს 400 მგ გლუკოზას. დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი. 

ფარმაკოლოგიური თვისებები:ფარამაკოდინამიკა:^გლუკოზა აძლიერებს ჟანგვა-აღდგენით პროცესებს ორგანიზმში, აუმჯობესებს ღვიძლის ანტიტოქსიურ ფუნქციას. ვიანაიდან იგი წარმოადგენს ადვილად ათვისებად ნახშირწლების წყაროს, ავსებს ორგანიზმის ენერგეტიკულ დანაკარგს.
გლუკოზას 40% ხსნარი ჰიპერტონულია. ხსნარის ვენაში შეყვანა იწვევს სისხლის წნევის მომატებას, აძლიერებს სითხის გადასვლას ქსოვილებიდან სისხლში, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, აძლიერებს გულის კუნთის კუმშვად ფუნქციას, აფართოებს სისხლძარღვებს, აუმჯობესებს ღვიძლის დეტოქსიკურ ფუნქციას და დიურეზს.

ჩვენებები:ჰიპოგლიკემია, ინფექციური დაავადებები, ჰეპატიტი, ღვიძლის დისტროფია და ატროფია, ტოქსიკოინფექციები და სხვა ტოქსიკური მდგომარეობები, შოკის და კოლაფსის მკურნალობა. გლუკოზის ხსნარი აგრეთვე გამოიყენება მასთან თავსებადი ვენაში შესაყვანი სამკურნალო საშუალებების განსაზავებლად.

გააზიარეთ
ეს ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის (EU) და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერს და არ ასახავს ევროკავშირისა და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის შეხედულებებს.