გამოგვყევით

სერვისები

2022 წელს შეიქმნა საქართველოში მოქმედი აქტიური ფარმაცევტული საშუალებების მწარმოებელთა/მოვაჭრეთა კლასტერი, რომელიც ხელს უწყობს ფარმაცევტული ინდუსტრიის განვითარებას, წარმოების გაფართოებას და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას, რაც დაფუძნებულია კლასტერის წევრთა, ჩვეულებრივ და საპატიო წევრთა შორის კავშირების გაძლიერებასა და ცოდნის გაზიარებაზე, რომლის შედეგად გაიზრდება სექტორის კონკურენტუნარიანობა და მდგრადობა, სოციალური კეთილდღეობა და სარგებელი ადგილობრივი ეკონომიკისთვის.

სერვისები:

  • ტრენინგებისა და ინდივიდუალური ქოუჩინგის ორგანიზებასა და წარმართვაში დახმარება, როგორც ხარისხისა და მენეჯმენტ სტანდარტების შესახებ, ისე სხვა თემებზე.
  • ერთობლივი შეხვედრების, სამუშაო ჯგუფების და კონფერენციების ორგანიზება კლასტერისთვის მიზნობრივი საექსპორტო ბაზრების კვლევა.
  • საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზება ფაგებისა და მცენარეული მედიცინის მიმართულებით. 
  • საჯარო-კერძო დიალოგის ხელშეწყობა სექტორის პოლიტიკის, სტრატეგიებისა და მხარდაჭერის პროგრამების მიმართულებით. 
  • კოლექტიური წარმომადგენლობა სახელმწიფო სტრუქტურების, ინვესტორების, დონორებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინაშე კლასტერის და მისი წევრების მხარდასაჭერად.
გააზიარეთ
ეს ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის (EU) და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერს და არ ასახავს ევროკავშირისა და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის შეხედულებებს.