ნოვოკაინი 0,5% ან 2% ხსნარი საინექციო
შემადგენლობა:ყოველი მლ პრეპარატი შეიცავს 5 მგ (0,5% ხსნარი) ან 20 მგ (2% ხსნარი) პროკაინის ჰ/ქ. დამხმარე ნივთიერებები: ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:ადგილობრივი საანესთეზიო. ხასიათდება ზომიერი ანესთეზური აქტივობით და ფართო თერაპიული მოქმედებით. მგრძნობიარე ნერვულ დაბოლოებებში ეწინააღმდეგება იმპულსების გენერაციას და მათ გატარებას ნერვულ ბოჭკოებში. თრგუნავს არა მარტო ტკივილის იმპულსების, არამედ სხვა მოდალობის იმპულსების გატარებასაც. აბლოკირებს ვეგეტატურ განგლიებს, ამცირებს გლუვი მუსკულატურის სპაზმებს.
ჩვენებები:ადგილობრივი ანესთეზია, სხვადასხვა გენეზისის ტკივილის სინდრომი. გამოყენება პარენტერული მოხმარების ზოგიერთი მშრალი პრეპარატის გასახსნელად.
გააზიარეთ