

ტოკოფეროლის აცეტატის (ვიტამინი E)
ფარმაკოლოგიური თვისებები:ვიტამინი E როგორც ძლიერი ბუნებრივი ანტიოქსიდანტი თრგუნავს ლიპიდების ჟანგვას და ეწინააღმდეგება უჯრედშიდა სტრუქტურების დაზიანებას თავისუფალი რადიკალებით. შედეგად ეწინააღმდეგება ატეროგენეზს, ამცირებს სისხლძარღვების კედლების სკლეროზირების ინტენსივობას. პრეპარატის მემბრანის მასტაბილიზებელი თვისებები აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა და ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემების ფუნქციურ მდგომარეობას. ვიტამინი E მონაწილებოს ცილების სინთეზში, უჯრედების პროლიფერაციაში, ქსოვილოვან სუნთქვაში და უჯრედის მეტაბოლიზმის სხვა მნიშვნელოვან პროცესებში. ამაღლებს ქსოვილების მდგრადობას ჰიპოქსიის პირობებში.
ჩვენება:ჰიპოვიტამინოზი E, კუნთების დისტროფია, დერმატომიოზიტები, გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ორსულობის შეწყვეტის საშიშროება, მამაკაცებში სასქესო ჯირკვლების ფუნქციის დარღვევა, დერმატოზები, ფსორიაზი. პრეპარატი ფართოდ გამოიყენება გერიატრიულ პრაქტიკაში.