გამოგვყევით

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის 2% ხსნარი საინექციო

გამოშვების ფორმა და შემადგენლობა:საინექციო ხსნარი ამპულებში.  1 მლ პრეპარატი შეიცავს 20მგ ლიდოკაინის ჰ/ქ. დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი. 

ფარმაკოლოგიური თვისებები:წარმოადგენს ძლიერ ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებას, რომელიც იწვევს ადგილობრივი ანესთეზიის ყველა სახეებს, როგორიცაა: ტერმინალური, ინფილტრაციული, გამტარი ანესთეზია. გააჩნია გამოხატული ანტიარითმული მოქმედება.

ჩვენება:პრეპარატს იყენებენ ინფილტრაციული ანესთეზიისათვის ქირურგიაში; გამტარი და  ტერმინალური ანესთეზიისათვის სტომატოლოგიაში, ოფტალმოლოგიაში, ბრონქოსკოპიაში და სხვა ქირურგიული პროცედურების დროს. ანტიარითმული საშუალების სახით-სხვადასხვა გენეზის პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიის და პაროქსიზმული ტაქიკარდიის სამკურნალოდ.

გააზიარეთ
ეს ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის (EU) და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერს და არ ასახავს ევროკავშირისა და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის შეხედულებებს.