გამოგვყევით

ბიფიდუმბაქტერინი მშრალი, შიგნით მისაღები ამპულებში

შემადგენლობა და ფორმა:პრეპარატი წარმოადგენს ბიფიდობაქტერიების აქტიური შტამების (Bიფიდობაცტერიუმ ბიფიდუმ I, Bიფიდობაცტერიუმ ლონგუმ) ცოცხალი უჯრედების მასას, რომელიც ლიოფილურად არის გაშრობილი კულტივირების არეში, საქაროზა - ჟელატინა - რძის დამცავი არის დამატებით. ერთი დოზა პრეპარატი შეიცავს 107 ცოცხალ ბიფიდობაქტერიას, ერთ ამპულაში 5 დოზაა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:ბიფიდუმბაქტერინი წარმოადგენს ნაწლავის მიკროფლორის მარეგულირებელ, იმუნომამოდულირებელ საშუალებას; გააჩნია ანტაგონისტური მოქმედება ფართო სპექტრის პათოგენური და პირობითად პათოგენური მიკროორგანიზმების მიმართ.

ჩვენება:პრეპარატი გამოიყენება იმ ბავშვებსა და მოზრდილებში, რომლებიც დაავადებულნი არიან დაუდგენელი ეთიოლოგიის ხანგრძლივი ნაწლავური დისფუნქციით, აგრეთვე ნაწლავის მწვავე და ქრონიკული ინფექციების და ახალშობილებში სეფსისის კომპლექსური მკურნალობის დროს, მსხვილი და წვრილი ნაწლავის მწვავე და ქრონიკული ანთების (კოლიტები, ენტეროკოლიტები) შემთხვევაში, რომლებიც მიმდინარეობს დარღვეული მიკროფლორის ფონზე, ასევე ნაწლავების დისბაქტერიოზის სამკურნალოდ, რომელიც ვითარდება ანტიბაქტერიული, ჰორმონული, სხივური და სხვა თერაპიის შედეგად.
პრეპარატი გამოიყენება ჩვილ ბავშვებში, როდესაც ისინი ადრეულ პერიოდში გადაჰყავთ ხელოვნურ ან დონორის რძით კვებაზე.

გააზიარეთ
ეს ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის (EU) და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერს და არ ასახავს ევროკავშირისა და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის შეხედულებებს.