გამოგვყევით

ანალგინის 50% ხსნარი საინექციო

შემადგენლობა:ყოველი მლ პრეპარატი შეიცავს 500 მგ ანალგინს. დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:პრეპარატს გააჩნია გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი დაკავშირებულია ტკივილის რეაქციის გამომწვევი ანთების ენდოგენური მედიატორების (ციტოკინები, ბრადიკინინები, პროსტაგლანდინები და სხვა) ბიოსინთეზის დათრგუნვასთან. პრეპარატი აბრკოლებს ტკივილის იმპულსების გატარებას ნერვული ბოჭკოების მიერ და ზრდის აღგზნების ზღურბლს თალამუსის დონეზე. სიცხის დამწევი მოქმედების მექანიზმი ძირითადად განპირობებულია ბაქტერიების ენდოტოქსინების გამოყოფის შეზღუდვით.  

ჩვენებები:სხვადასხვა წარმოშობის ტკივილები (თავის ტკივილი, ნევრალგია, რადიკულიტები, მიოზიტები), ციებცხელება, გრიპი, რევმატიზმი, ქორეა.

გააზიარეთ
ეს ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის (EU) და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერს და არ ასახავს ევროკავშირისა და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის შეხედულებებს.