

პაპავერინის ჰიდროქლორიდი 2% საინექციო ხსნარი
შემადგენლობა:ყოველი მლ პრეპარატი შეიცავს 20მგ პაპავერინის ჰიდროქლორიდს. დამხმარე ნივთიერებები: ედტა, მეთიონინი, საინექციო წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:პრეპარატი იწვევს გლუვი კუნთების მოდუნებას. მისი ზემოქმედებით ფართოვდება სისხლძარღვები (განსაკუთრებით სპაზმირებული), ქვეითდება არტერიული წნევა, მცირდება შინაგანი ორგანოების მუსკულატურის სპაზმი.
ჩვენებები:სისხლძარღვების, მუცლის ღრუს და ბრონქების გლუვი მუსკულატურის სპაზმებით გამოწვეული ფუნქციური მოშლილობები და ტკივილი. გამოიყენება თავის ტვინის და კორონარული სისხლძარღვების სპაზმის და ჰიპერტონული კრიზების დროს; აგრეთვე სპასტიკური კოლიტების, ქოლეცისტიტის, შარდსადენი გზების სპაზმების და თირკმლის ჭვალის დროს.
გააზიარეთ