

კოკარბოქსილაზას ჰიდროქლორიდი 0,05გ საინექციო
შემადგენლობა:ყოველი ამპულა პრეპარატი შეიცავს:
0,05გრ კოკარბოქსილაზას ჰ/ქ და 0,008გრ ნატრიუმის ჰიდროკარბონატი;
ყოველი ამპულა გამხსნელი შეიცავს 2მლ საინექციო წყალს
ფარმაკოლოგიური თვისებები:გააჩნია კოფერმენტული მოქმედება. წარმოადგენს თიამინფოსფატის კოფერმენტს. ცილასთან და მაგნიუმის იონებთან კომპლექსში შედის ფერმენტ კარბოქსილაზას შემადგენლობაში. მონაწილეობს ალფა-კეტომჟავების კარბოქსილირებასა და დეკარბოქსილირებაში, ხელს უწყობს აცეტილ-კოფერმენტ А-ს წარმოქმნას, არეგულირებს ნახშირწყლების მიმოცვლის პროცესებს.
ჩვენებები:პრეპარატი გამოიყენება დიაბეტური წარმოშობის აციდოზის, აციდოზის, ღვიძლისა და თირკმელების უკმარისობის, ქრონიკული კარდიო-პულმონური სინდრომის, დიაბეტური და ღვიძლის კომის, კორონარული სისხლმიმოქცევის უკმარისობის, პერიფერიული ნევრიტების, სხვადასხვა პათოლოგიური პროცესების სამკურნალოდ, რომლებიც მოითხოვენ ნახშირწყლების ცვლის პროცესის გაუმჯობესებას.