გამოგვყევით

ლიდაზა 64 პე ამპულაში

შემადგენლობა:ყოველი ამპულა პრეპარატი შეიცავს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სათესლეებიდან მიღებულ ჰიალურონიდაზას ჯამური აქტივობით 64 პე.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფერმენტული პრეპარატი. 

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ლიდაზა წარმოადგენს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სათესლე ჯირკვლებიდან გამოყოფილ ფერმენტულ პრეპარატ ჰიალურინიდაზას. იგი შლის შემაერთებელი ქსოვილის შუალედური ნივთიერების (უჯრედშორისი მატრიქსი) ძირითადად კომპონენტს ჰიალურონის მჟავას (აცეტილგლუკოზამინის და გლუკოურონის მჟავის კოპოლიმერი მასით ძირითადად 105-107 დალტონის ფარგლებში). ჰიალურონიდაზა ამცირებს შემაერთებელი ქსოვილის სიბლანტეს, ზრდის ქსოვილურ და ძარღვოვან გამტარებლობას, ხელს უწყობს სითხის მოძრაობას ქსოვილთშორის სივრცეებში, ამცირებს ქსოვილების შეშუპებას, არბილებს და ათხელებს ნაწიბურებს, ზრდის სახსრებში მოძრაობის ამპლიტუდას, ამცირებს კონტრაქტურებს და ეწინააღმდეგება მათ ფორმირებას. 
პრეპარატის მოქმედება გრძელდება კანქვეშ შეყვანიდან 48 სთ განმავლობაში.

ჩვენებები:დამწვრობითი, ტრავმატული და ოპერაციის შემდგომი ნაწიბურები; ხანგრძლივად შეუხორცებელი წყლულები (მ.შ. სხივური); სახსრების და დიუპიუიტრენის კონტრაქტურები; ოსტეოფოროზი; ანკილოზიური სპონდილოართრიტი; ხერხემლის, წელის უბნის, დისკების მძიმე დაავადებები; რბილი ქსოვილების ზედაპირული ლოკაციის ჰემატომები; სკლეროდერმია; სხვადასხვა წარმოშობის კანის ნაწიბურებიანი ცვლილებები; ნერვის წნურის და პერიფერიული ნერვების ტრავმატული დაზიანება; რევმატოიდული ართრიტი; ფილტვების ტუბერკულოზი (გართულებული ბრონქების არასპეციფიური დაზიანებებით); 
ოფთალმოლოგიურ პრაქტიკაში (კერატიტები, რეტინოპათიები); 
ამის გარდა, პრეპარატი გამოიყენება სამკურნალო საშუალებების შეწოვის გაუმჯობესებისთვის (ადგილობრივი ანესთეთიკები, იზოტონური ხსნარები, მიორელაქსანტები) მათი ქანქვეშ ან კუნთში შეყვანის დროს. 

გააზიარეთ
ეს ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის (EU) და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერს და არ ასახავს ევროკავშირისა და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის შეხედულებებს.