გამოგვყევით

ლაქტობაქტერინი მშრალი, შიგნით მისაღები, 5 დოზა ამპულაში

გამოშვების ფორმა და შემადგენლობა:შიგნით მისაღები, ამპულებში მოთავსებული, კულტივირების არეში ლიოფილურად გაშრობილი, პრეპარატის ბიომასა საქაროზა-ჟელატინ-რძის სტაბილიზატორის დამატებით.
ყოველი ამპულა შეიცავს 5 დოზა პრეპარატს. 1 დოზა პრეპარატი შეიცავს არანაკლებ 4ხ109 ცოცხალ ბაქტერიას. დამხმარე მასალები: საქაროზა, ჟელატინი და რძე.

ფარმაკოლოგიური თვისებები:ლაქტობაქტერინი მშრალი წარმოადგენს რძემჟავა ბაქტერიების Lაცტობაცილლუს პლანტარუმ და Lაცტობაცილლუს ფერმენტი აქტიური შტამების ცოცხალი უჯრედების მასას, რომელიც ლიოფილურად არის გაშრობილი კულტივირების არეში.
პრეპარატი არეგულირებს და ინარჩუნებს ნაწლავის მიკროფლორის ფიზიოლოგიურ ბალანსს. იგი აბსოლუტურად უვნებელია ადამიანის ორგანიზმისთვის. 
ლაქტიბაქტერინის სამკურნალო ეფექტი გამოიხატება ნაწლავში სასარგებლო მიკროფლორის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნით და ანტაგონისტური მოქმედებით პათოგენური და პირობითად პათოგენური მიკრობების მიმართ.

ჩვენებები:პრეპარატი გამოიყენება ბავშვებსა და მოზრდილებში. 

  • სხვადასხვა ეთიოლოგიის ქრონიკული კოლიტები;
  • დისბაქტერიოზები, მ.შ. განვითარებული სულფანილამიდების და ანტიბიოტიკების მიღებით;
  • ნაწლავების დისფუნქცია, გამოვეული მწვავე ნაწლავური ინფექციებით პათოგენური და პირობითად პათოგენური ბაქტერიების არსებობის ფონზე;
  • ჩვილ ბავშვებში (1 თვის ასაკიდან) ნაწლავური მიკროფლორის რეგულირებისთვის.
გააზიარეთ
ეს ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის (EU) და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერს და არ ასახავს ევროკავშირისა და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის შეხედულებებს.