გამოგვყევით

ჩართულობის შესაძლებლობები

საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერი ეხმარება საქართველოში, ფარმაცევტულ დარგში მოღვაწე კომპანიებს განვითარებაში, წარმოების ზრდასა და ახალ საექსპორტო ბაზრებზე წვდომის მოპოვებაში.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად, კლასტერი აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა პროგრამებს, ტრენინგებს, კონფერენციებს და ა.შ.

უზრუნველყოფს ინდუსტრიაში არსებულ, უახლეს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას, მათ შორის ინფორმაციის მიწოდებას გრანტების შესახებ.

 

იხილეთ მიმდინარე გრანტები:

European Cluster Collaboration Platform - ევროპული ონლაინ ცენტრი ინდუსტრიის კლასტერებისთვის, ურთიერთთანამშრომლობით ევროპის ეკონომიკის გასაძლიერებლად.

შესაძლებლობები

პარტნიორების მოძებნის შესაძლებლობა, განაცხადი დაფინანსებაზე, ქსელის გაფართოება, თემატურ ღონისძიებებზე დასწრება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

 

TCI Network - TCI Network არის წამყვანი ქსელი, ინოვაციურ ეკოსისტემებში და კლასტერებში მომუშავე ადამიანებისა და ორგანიზაციებისთვის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.  
TCI Network არის არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ღიაა წევრებისთვის ყველა კონტინენტიდან.

შესაძლებლობები

გლობალური კავშირების, პარტნიორობის, მენტორინგის, სასწავლო ტურების და  სწავლის პოლიტიკის გაუმჯობესება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

 

Cluster Excellence Denmark - Cluster Excellence Denmark არის შექმნილი კლასტერების თანამშრომლობისთვის, ინოვაციების და ბიზნესის ხელშეწყობისთვის, დანიაში და მის ფარგლებს გარეთ.

შესაძლებლობები

კლასტერული კავშირების დამყარება, სემინარებზე დასწრება და ცოდნის გაზიარება, კლასტერული ორგანიზაციებისთვის ინტერნაციონალური კავშირების გაღრმავება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს 

 

Asian Development Bank - აზიის განვითარების ბანკი (ADB) მიზნად ისახავს მიაღწიოს განვითარებას, ინკლუზიურობას და მდგრადობას აზიის და წყნარი ოკეანის ქვეყნებში, ამასთან ერთად აღმოფხვრას უკიდურესი სიღარიბე. ADB დაეხმარება საქართველოს გაზარდოს აგრობიზნესის პოტენციალი ტურიზმის და რეგიონული ვაჭრობის კუთხით და შეამციროს უმუშევრობის ზღვარი.

შესაძლებლობები

ADB ეხმარება თავის წევრებსა და პარტნიორებს სესხების, ტექნიკური დახმარების, გრანტების და კაპიტალის ინვესტიციების გაცემით, სოციალური და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

 

U.S. government - აშშ-ს მთავრობის ოფიციალური ვებგვერდი, ფედერალურ მთავრობასთან ბიზნესის წარმოების რეგისტრაციისთვის.

შესაძლებლობები

სატენდერო შესაძლებლობები, სადაც უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიიღონ ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მცირე და საშუალო ბიზნესმა.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს 

 

Germany Trade & Invest - (GTAI) არის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების სააგენტო, 50-ზე მეტი ოფისით გერმანიაში და მის ფარგლებს გარეთ და თავისი პარტნიორების ქსელით მთელ მსოფლიოში, GTAI მხარს უჭერს გერმანულ კომპანიებს უცხოურ ბაზრებზე, პოპულარიზაციას უწევს გერმანიას, როგორც ბიზნეს ადგილს და ეხმარება უცხოურ კომპანიებს გერმანიაში.

შესაძლებლობები

გერმანულ კომპანიებთან თანამშრომლობის შესაძლებლობა.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

 

European Union - ევროკავშირის ოფიციალური ვებგვერდი

შესაძლებლობები

ინფორმაციის მიღება დაფინანსების პროცესების და პროგრამების შესახებ.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

 

The Association of European Chambers of Commerce and Industry - The Association of European Chambers of Commerce and Industry შეიქმნა როგორც პირდაპირი პასუხი ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის შექმნაზე. 
EUROCHAMBRES მოქმედებს როგორც პალატებისა და ბიზნეს საზოგადოების თვალები, ყურები და ხმა.
EUROCHAMBRES წარმოადგენს 20 მილიონზე მეტ ბიზნესს ევროპაში, 45 წევრისა და 1700 რეგიონული და ადგილობრივი პალატის ევროპული ქსელის მეშვეობით. ამ ბიზნესების 93%-ზე მეტი არის მცირე და საშუალო ზომის საწარმოები (SME).

შესაძლებლობები

გრანტების მისაღებად, ევროკავშირის ქვეყნების კლასტერებთან თანამშრომლობა. 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

 

EU Neighbours East - უახლესი ამბები და ინფორმაცია ევროკავშირის (EU) თანამშრომლობის შესახებ მის აღმოსავლელ პარტნიორებთან: სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ბელორუსთან, საქართველოსთან, მოლდოვას რესპუბლიკასთან და უკრაინასთან.

შესაძლებლობები

გრანტებისა და თანამშრომლობის პროექტების შესაძლებლობები

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს 

 

Ted .eTendering - TED eTendering არის ევროკავშირის ინსტიტუტების ელექტრონული შესყიდვების პლატფორმა, რომელიც ეფუძნება ევროკავშირის დირექტივებს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.
TED eTendering ეფექტურად წარმოადგენს TED-ის (Tenders Electronic Daily) დამატებითი ღირებულების გაფართოებას, "Supplement to the Official Journal of the European Union"-ს ონლაინ ვერსიას.

შესაძლებლობები

ევროპული ინსტიტუტებიდან ტენდერებზე განაცხადის შეტანის შესაძლებლობა.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

გააზიარეთ
ეს ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის (EU) და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერს და არ ასახავს ევროკავშირისა და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის შეხედულებებს.