ჰეპამედი N30 კაფს
ემადგენლობა:ჰეპამედის მშრალი ექსტრაქტი.
- ჰეპამედის მშრალი ექტრაქტი მიიღება მწვანე უმწიფარი კაკლის ნაყოფების გარეკანიდან და ხასიათდება მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური მოქმედებით. კაკლის ნაყოფებს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, ანტიოქსიდანტური, ნაღვლმდენი, ლორწოვანი გარსის ამომფენი, შარდმდენი, ჭრილობის შემახორცებელი, ზოგადმატონიზირებელი მოქმედება.
- ჰეპამედი აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციას, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ახასიათებს ჰეპატოპროტექტორული და ნაღვლმდენი მოქმედება, იცავს ღვიძლს დამაზიანებელი ფაქტორებისაგან.
ჩვენება:
- ღვიძლის დაავადებების პროფილაქტიკა;
- ღვიძლის ქრონიკული ანთებითი დაავადებები;
- ღვიძლის ალკოჰოლური, სხივური და ტოქსიური დაზიანებები;
- ღვიძლის ციროზის მკურნალობა კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში;
- ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით, ანტიბიოტიკებით და სხვა მედიკამენტებით ხანგრძლივი მკურნალობის შემდგომ პერიოდში;
- ჰეპატიტი;
- ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი, სანაღვლე გზების დისკინეზია;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის მოშლა (გასტრიტი, კოლიტი, ენტერიტი, დიარეა);
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს
გააზიარეთ