გამოგვყევით

საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერის წევრობის შესახებ

საქართველოს ბიოფარმაცევტულ კლასტერში გაწევრიანება შეუძლია ფარმაცევტულ საქმიანობასთან დაკავშირებულ იურიდიულ პირს ან ინდ. მეწარმეს, იმ შემთხვევაში თუ არის ფარმაცევტული საშუალებების მწარმოებელი და მომწოდებელი.

გაწევრიანება ასევე შეუძლიათ ბიზნესის მხარდამჭერ და საჯარო ორგანიზაციებს, საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებს, ასევე  ლაბორატორიებს, იმ შემთხვევაში თუ გაიზიარებენ ბიოფარმაცევტული კლასტერის მიზნებს და წვლილს შეიტანენ კლასტერის მიზნების მიღწევაში.

კლასტერში გაწევრიანების შემთხვევაში წევრებს შეეძლებათ ისარგებლონ კლასტერის მიერ შეთავაზებული შემდეგი სერვისებით:

  • კლასტერის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებსა და პერსონალურ ქოუჩინგ სესიებში მონაწილეობა ;
  • კლასტერის წევრებისთვის დაგეგმილ შეხვედრებში, სამეცნიერო ღონისძიებებში, კონფერენციებში, და სხვა აქტივობებში, როგორც საქართველოში, ასევე, საქართველოს ფარგლებს გარეთ მონაწილეობა;
  • კლასტერის მიერ განხორციელებული მიზნობრივი საექსპორტო ბაზრების კვლევის შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა;
  • საჯარო-კერძო დიალოგის ხელშეწყობის პროცესში სექტორის პოლიტიკის, სტრატეგიებისა და მხარდაჭერის პროგრამების მიმართულებით ჩართვის შესაძლებლობა;
  • სამუშაო ჯგუფებში სხვადასხვა რელევანტურ აქტივობებთან დაკავშირებით მონაწილეობა;
  • კლასტერის შიგნით სხვა წევრებთან თანამშრომლობის მიზნით ურთიერთობის გაღრმავება;
  • კლასტერის და მისი წევრების მხარდასაჭერად  სახელმწიფო სტრუქტურების, ინვესტორების, დონორებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინაშე კოლექტიურ წარმომადგენლობაში მონაწილეობა;
  • კანონმდებლობაში და რეგულაციებში ცვლილებების შესახებ განახლებულ ინფორმაციებზე ხელმისაწვდომობა;
  • მიმწოდებლების, პოტენციური ინვესტორების და დაინტერესებული პირების მოძიება, დაკავშირებაში დახმარება როგორც საქართველოს შიგნით, ისე გარეთ.
გააზიარეთ
ეს ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის (EU) და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერს და არ ასახავს ევროკავშირისა და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის შეხედულებებს.