

სიახლეები
ბიოქომფარმმა განაახლა მსოფლიოში უძველესი ფაგების ქარხანა, რომელიც 1934 წელს აშენდა. ქარხანა განახლდა, მსოფლიოში აღიარებული, კარგი წარმოების პრაქტიკის(GMP) სტანდარტების შესაბამისად.
საქართველოს მდიდარი ისტორია აქვს ფაგიოთერაპიული დარგის განვითარებაში.
ფაგები მიკროორგანიზმებია, რომლებიც კლავენ ბაქტერიებს, თანამედროვე სამყაროში სადაც ანტიბიოტიკორეზისტენტულობის პრობლემა აქტუალურია, ფაგური პრეპარატების წარმოება და ექსპორტი, ძალიან მნიშვნელოვანია.
„მილიონობით ადამიანს ჯერ კიდევ არ აქვს წვდომა ფაგებზე, რის გამოც პაციენტები დაუცველნი არიან ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ინფექციების მიმართ“, - განაცხადა ბიოქიმფარმის გენერალურმა მენეჯერმა რატი გოლიჯაშვილმა. „ამ პროექტით ჩვენ ვზრდით საწარმოო სიმძლავრეს და საექსპორტო არეალს, რითაც ბაქტერიოფაგებს გავხდით ხელმისაწვდომს მილიონობით პაციენტისთვის მთელს მსოფლიოში. მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით ქარხნის მოდერნიზაცია საშუალებას მისცემს ბიოქიმფარმს გააფართოოს თავისი წარმოება. საერთაშორისოდ აღიარებული წარმოების სტანდარტების დაცვით, გახდეს უფრო ეფექტური რეზისტენტული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში და დაძლიოს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის გლობალური საფრთხე“.
ბიოქომფარმს თითქმის 100 წლიანი გამოცდილება აქვს ფაგების კვლევასა და წარმოებაში. მისი მისიაა, ფაგების გამოყენებით შეამციროს ანტიბიოტიკების გადაჭარბებული გამოყენება,
და დაძლიოს ანტიბიოტიკისადმი რეზისტენტული დაავადებები გლობალურად.
თბილისში, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციამ (UNIDO) ჩატარდა ტრენინგების სერია, კარგი პრაქტიკის წარმოების(GMP) პროგრამის ფარგლებში.
ტრენინგები ჩატარდა, ქართული ბიოფარმაცევტული კლასტერისთვის, რომელიც აერთიანებს ბაქტერიოფაგების და მცენარეული ფარმაცევტული საშუალებების მწარმოებელ კომპანიებს და მათ დამხმარე ინსტიტუტებს.
ტრენინგების სერიას ორგანიზება გაეწია გაეროს ერთობლივი ინიციატივით „საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის ევროკავშირის ინოვაციური პროექტის“ ფარგლებში და მიმართულია დაეხმაროს ქართულ ფარმაცევტულ კომპანიებს, წარმოების ხარისხის ამაღლებაში, კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში.
გაეცანით დეტალურ ინფორმაციას
2022 წლის 27 ოქტომბერს, ევროკავშირის დახმარებით, გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციამ (UNIDO) ორგანიზება გაუწია ტურს თბილისში არსებული, საერთაშორისო (GMP) სტანდარტის მქონე მოწინავე საწარმოს და ლაბორატორიის GM Pharma-ს დასათვალიერებლად.
საწარმოს ფიზიკური ტური დაიგეგმა, როგორც სათანადო წარმოების პრაქტიკაზე (GMP) უფრო ფართო სასწავლო პროგრამის შემავსებელი აქტივობა. ტური წარმოადგენდა 2022 წლის მაისში დაწყებული ხარისხის სტანდარტზე ტრენინგ სერიების გაგრძელებას. მონაწილეებმა ადგილზე დაათვალიერეს საწარმოო ობიექტები და ლაბორატორია, რაც მათ დაეხმარათ ტრენინგების დროს მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული დაკვირვებით გამდიდრებაში.
ტური დაიგეგმა ქართული ბიოფარმაცევტული კლასტერისთვის, რომელიც აერთიანებს როგორც ბაქტერიოფაგებისა და მცენარეული ფარმაცევტული საშუალებების მწარმოებელ კომპანიებს, ასევე მათ დამხმარე ინსტიტუტებს და მიზნად ისახავს დაეხმაროს წევრებს კონკურენტუნარიანობის განვითარებაში, გაყიდვების ზრდასა და ახალ ბაზრებთან წვდომის მოპოვებაში.
ტურს ორგანიზება გაეწია, გაეროს ერთობლივი ინიციატივის „საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის ევროკავშირის ინოვაციური პროექტის“ ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ევროკავშირის მიერ (6 მილიონი აშშ დოლარით) და განახორციელა გაეროს სააგენტოებმა: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM).
GM Pharma-ს ტურის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ საკუთარი თვალებით დაკვირვებოდნენ საქართველოში GMP სტანდარტის პრაქტიკაში განხორციელების პროცესს. აღნიშნულ ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ 6 ფარმაცევტული კომპანიიდან ორ-ორი წარმომადგენელი.
ევროკავშირი და (UNIDO) მომავალშიც გააგრძელებენ ქართული ბიოფარმაცევტული კლასტერის მხარდაჭერას სხვადასხვა მიმართულები.