გამოგვყევით

ციანოკობალამინი (ვიტამინი B12)

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:ერთი ამპულა შეიცავს 200მკგ ან 500მკგ ციანოკობალამინს და 8,8მგ ნატრიუმის ქლორიდს, საინექციო ხსნარის ფორმით.

ფარმაკოლოგიური თვისებები:ციანოკობალამინი არის სისხლწარმოქმნის და ერიტროციტების მომწიფების პროცესების აუცილებელი ფაქტორი. ასტიმულირებს ძვლის ტვინის ფუნქციას, რაც აუცილებელია ნორმაბლასტური ერითროპოეზისათვის. ხელს უწყობს ღვიძლის და ნერვული სისტემის ფუნქციების დარღვევების ნორმალიზაციას. იგი მონაწილეობს მრავალი მეტაბოლიტის სინტეზში და არეგულირებს სულფჰიდრილური ჯგუფების შემცველი ნაერთების სინთეზს ორგანიზმში. 

ჩვენებები:ვიტამინი В12 წარმოადგენს ჰიპერქრონული ანემიის ყველაზე ეფექტურ სამკურნალო პრეპარატს. იგი აგრეთვე გამოიყენება ღვიძლის დაავადებების, პოლინევრიტების, რადიკულიტების, სამწვერა ნერვის ნევრალოგიების, ბავშთა ცერებრალური დამბლის, პერიფერიული ნერვების ტრავმების და რიგი კანის დაავადებების სამკურნალოდ.

გააზიარეთ

ბორდის სხვა წევრები

ეს ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის (EU) და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერს და არ ასახავს ევროკავშირისა და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის შეხედულებებს.