გამოგვყევით

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6)

შემადგენლობა:ყოველი მლ პრეპარატი შეიცავს 50მგ პირიდოქსინის ჰოდროქლორიდს. 
დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი. 

ფარმაკოლოგიური თვისებები:ორგანიზმში ვიტამინი B6 ფოსფორილირდება პირიდოქსალ-5-ფოსფატის წარმოქმნით და ამ ფორმით შედის იმ ფერმენტების შემადგენლობაში რომლებიც ახორციელებენ ამონომჟავების დეკარბოქსილირებას, ტრანსამინირებას და რაცემიზაციას, აგრეთვე ჰიდროქსილირებული და გოგირდის შემცველი ამონომჟავების ფერმენტულ გარდაქმნას. მონაწილეობს სეროტონინის ბიოსინთეზის რეაქციაში.   
      
ჩვენებები:ვიტამინი B6 ჰიპო- და ავიტამინოზი (მკურნალობა და პროფილაქტიკა) – არასრულყოფილი კვება, ხანძლივად მიმდინარე ინფექციები, დიარეა, ენტერიტი, სტრესული მდგომარეობები, ჰემოდიალიზი. კომპლექსური თერაპიის ფარგლებში: ჰიპოქრომია და მიკროციტარული ანემია, პარკინსონიზმი, რადიკულიტი, ლიტლის დაავადება, მენიერის სინდრომი, ნევრიტები, ნევრალგიები, ალკოჰოლიზმი, ღვიძლის დაზიანებები გამოწვეული ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატების მიერ, მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტები, დიურეზული ეფექტების გასაძლიერებლად, აგრეთვე დერმატიტების, ფსორიაზის და ექსუდატიური დიათეზების სამკურნალოდ.

გააზიარეთ

ბორდის სხვა წევრები

ეს ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის (EU) და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერს და არ ასახავს ევროკავშირისა და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის შეხედულებებს.