გამოგვყევით

გენტამიცინის სულფატის 4% ხსნარი საინექციო

ფარმაკოლოგიური თვისებები:გენტამიცინს გააჩნია ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრი - აქტიურია უმრავლესობა გრამუარყოფითი და გრამდადებითი მიკრობების მიმართ, მ.შ.: Pსეუდომონას აერუგინოსა, Eსცჰერიცჰია ცოლი, Pროტეუს სპპ., Kლებსიელლა სპპ., შერრატია სპპ., შალმონელლა სპპ., შჰიგელლა სპპ., შტაპჰყლოცოცცუს სპპ. ნაკლებად აქტიურია სტრეპტოკოკების და სხვადასხვა გრამდადებითი კოკების მიმართ. არ მოქმედებს ანაერობულ ბაქტერიებზე, სოკოებზე და ვირუსებზე. გენტამიცინს გააჩნია ბაქტერიოციდული მოქმედება: იგი უერთდება ბაქტერიალური რიბოსომის 30შ სუბერთეულს და თრგუნავს მიკრობის ცილების სინთეზს. 

ჩვენება:პნევმონია, ბრონქოპნევმონია, პლევრიტი, ემპიემა, პერიტონიტი, მენინგიტი, სეპტიცემია, ინფიცირებული ჭრილობა, საშარდე გზების ინფექციები, ჩირქოვანი ინფექცია, რომელიც გამოწვეულია რეზისტენტული გრამუარყოფითი შტამებით. პრეპარატი ხშირად ინიშნება შერეული ინფექციის დროს, ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც გამომწვევი დაუდგენელია.
გამოშვების ფორმა: 2მლ  4% ხსნარი (80მგ) ამპულაში. შეფუთვაში 10 ამპულა.

გააზიარეთ

ბორდის სხვა წევრები

ეს ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის (EU) და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერს და არ ასახავს ევროკავშირისა და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის შეხედულებებს.