ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის 2% ხსნარი საინექციო
გამოშვების ფორმა და შემადგენლობა:საინექციო ხსნარი ამპულებში. 1 მლ პრეპარატი შეიცავს 20მგ ლიდოკაინის ჰ/ქ. დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:წარმოადგენს ძლიერ ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებას, რომელიც იწვევს ადგილობრივი ანესთეზიის ყველა სახეებს, როგორიცაა: ტერმინალური, ინფილტრაციული, გამტარი ანესთეზია. გააჩნია გამოხატული ანტიარითმული მოქმედება.
ჩვენება:პრეპარატს იყენებენ ინფილტრაციული ანესთეზიისათვის ქირურგიაში; გამტარი და ტერმინალური ანესთეზიისათვის სტომატოლოგიაში, ოფტალმოლოგიაში, ბრონქოსკოპიაში და სხვა ქირურგიული პროცედურების დროს. ანტიარითმული საშუალების სახით-სხვადასხვა გენეზის პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიის და პაროქსიზმული ტაქიკარდიის სამკურნალოდ.
გააზიარეთ