გამოგვყევით

დესმოპრესინი ცხვირის წვეთები

შემადგენლობა:აქტიური ნივთიერება: 1მლ ხსნარი შეიცავს 100მკგ დესმოპრესინს დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ფოსფატი ერთჩანაცვლებული, გამოხდილი წყალი. 1მლ ხსნარი შეიცავს 20 წვეთს. ხსნარის 1 წვეთი შეიცავს დაახლოვებით 5მკგ აქტიურ ნივთიერებას. ფლაკონი შეიცავს 100 წვეთს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:დესმოპრესინი წარმოადგენს ჰიპოფიზის უკანა წილის ბუნებრივი ჰორმონის-არგინინ-ვაზოპრესინის (ანტიდიურეზული ჰორმონის) სინთეზურ ანალოგს. ვაზოპრესინისაგან განსხვავებით, ძლიერი ანტიდიურეზული აქტივობის დროს, დესმოპრესინი ხასიათდება ნაკლებად გამოხატული მოქმედებით სისხლძარღვების და შინაგანი ორგანოების გლუვ კუნთოვან ქსოვილზე, რაც განპირობებულია დესმოპრესინის მოლეკულის სტრუქტურული ცვლილებით ბუნებრივი ვაზოპრესინისაგან განსხვავებით: 1-ცისტეინის დეზამინირება და 8-L-არგინინის შეცვლა 8-D-არგინინით.

ჩვენება:

  • ცენტრალური წარმოშობის (დიაბეტეს ინსიპიდუს) უშაქრო დიაბეტი;
  • ღამის პირველადი ენურეზი თირკმელების ნორმალური კონცენტრაციული ფუნქციის მქონე 5 წლის ასაკის ზემოთ პაციენტებში;
  • ცენტრალური წარმოშობის (ტრავმის, დაავადების ან ოპერაციული ჩარევის შედეგად ც.ნ.ს-ზე) მწვავე პოლიურია;
  • ტესტი თირკმელების კონცენტრაციული ფუნქციის განსაზღვრისათვის. 
გააზიარეთ

ბორდის სხვა წევრები

ეს ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის (EU) და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერს და არ ასახავს ევროკავშირისა და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის შეხედულებებს.