გამოგვყევით

ნეირობლოკი B12 საინექციო

შემადგენლობა:

გამხსნელი (ამპულა A): 
დიკლოფენაკ ნატრიუმი – 75,0მგ, ბეტამეტაზონ ფოსფატი – 2,7მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი – 120,0მგ, პროპილენგლიკოლი – 600,0მგ, მანიტი – 18,0მგ, მეტაბისულფიტ ნატრიუმი – 9,0მგ, ნატრიუმის ჰიდროქსიდი - პH 8,4-მდე, საინექციო წყალი – 3,0მლ-მდე.
ლიოფილიზატი (ამპულა B):   
ჰიდროქსოკობალამინ აცეტატი (ვიტ. B12) – 10,0მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მანიტი – 35,0მგ
 
ფარმაკოლოგიური თვისებები:

დიკლოფენაკი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი. ძირითადად მოქმედებს პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირების გზით. მოქმედების მექანიზმი სრულად შესწავლილი არ არის.
ბეტამეტაზონი: ანთების საწინააღმდეგო გლუკოკორტიკოიდი. გააჩნია მოქმედების რამოდენიმე მექანიზმი: თრგუნავს ანთებით რეაქციაში ჩართული ვაზოაქტიური და ქემოტაქსიური ფაქტორების  წარმოქმნას; ამცირებს ლიპოლიზური და პროტეოლიზური ფერმენტების სეკრეციას; ხელს უშლის ლეიკოციტების მიგრაციას დაზიანების ადგილას,  ამცირებს ფიბროზს და მოქმედებს მათ მიერ ინდუცირებულ იმუნურ რექციებზე.
ჰიდროქსოკობალამინი (ვიტ. B12): 
ვიტამინი B12 აუცილებელია უჯრედოვანი ზრდისა და რეპლიკაციისათვის. მონაწილეობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში. ასტიმულირებს ქსოვილების რეგენერაციას, აწესრიგებს ღვიძლის, სისხლმბადი და ნერვული სისტემების ფუნქციებს. 
მისმა დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ნერვული სისტემის მძიმე დაზიანება, მ.შ. ნეირონების პროგრესირებადი შეშუპება, დემიელინიზაცია და ნეირონის სიკვდილი.    ვიტამინი B12 ორგანიზმში გარდაიქმნება კობამიდად – კოფაქტორად, რომელიც შედის უჯრედის მეტაბოლიზმის სხვადახსვა ჯაჭვებში მოქმედი ფერმენტების შემადგენლობაში. 

ჩვენებები: 

  • მწვავე ანთებითი რევმატიზმი (რევმატიული ციებ-ცხელება);
  • რევმატული ართრიტები;
  • ლუმბოიშიალგია (იშიასი);
  • კისრის ბრაქიალგია;
  • პოლირადიკულონეიროპათია;
  • ოსტეოართროზი;
  • მიოზიტი;
  • ტრავმები (ყოფითი და სპორტული).
გააზიარეთ

ბორდის სხვა წევრები

ეს ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის (EU) და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერს და არ ასახავს ევროკავშირისა და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის შეხედულებებს.