გამოგვყევით

კორდიამინის 25% ხსნარი საინექციო

შემადგენლობა:ყოველი ამპულა შეიცავს 500მგ ნიკეტამიდს. დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:შერეული მოქმედების ტიპის ანალეპტიკური საშუალება (ცნს სტიმულაცია, სასუნთქი და სისხლძარღვთა მამოძრავებელი ცენტერბის რეფლექტორული აღგზნება). მოქმედების მექანიზმი შედგება ორი კომპონენტისაგან: ცენტრალური და პერეფირიული. ცენტრალური მოქმედება დაკავშირებულია მოგრძო ტვინის სისხლსძარღვთა მამოძრავებელ ცენტრზე მოქმედებით. პერიფირიული მოქმედება დაკავშირებულია კაროტიდული სინუსის ქემორეცეპტორების აღგძნებასთან, რაც იწვევს სუნთქვის სიხშირის და სიღრმის ზრდას. გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე უშუალო მოქმედება არ გააჩნია.

ჩვენებები:კოლაფსი; ასფიქსია; შოკური მდგომარეობები; ახალშობილთა ასფიქცია; სისხლის მიმოქცევის მოშლა ინფექციური დაავადებების დროს; საძილე საშუალებებით, ბარბიტურატებით და ნარკოტიკული ანალგეტიკებით მოწამვლები.
 

გააზიარეთ

ბორდის სხვა წევრები

ეს ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის (EU) და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერს და არ ასახავს ევროკავშირისა და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის შეხედულებებს.