პროგესტერონის 2,5% ხსნარი ზეთში საინექციო
შემადგენლობა:ყოველი მლ პრეპარატი შეიცავს 25მგ პროგესტერონს. დამხმარე ნივთიერებები: არაქისის ზეთი, ბენზილის სპირტი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:პროგესტერონი იწვევს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის პროფილაციის ფაზიდან, რომელიც გამოწვეულია ფოლიკულური ჰორმონებით, სეკრეტორულ ფაზაში გადასვლას. პროგესტერონი განაყოფიერების შემდეგ უზრუნველყოფს მის გადასვლას იმ მდგომარეობაში, რომელიც აუცილებელია განაყოფიერებული კვერცხუჯრედის განვითარებისათის. პრეპარატი საშვილოსნოს კუნთებისა და მილების აღგზნებას და შეკუმშვას ამცირებს. იგი ასტიმულირებს სარძევე ჯირკვლის საბოლოო ელემენტების განვითარებას.
ჩვენებები:ამენორეა; საშვილოსნოს ანოვულარული სისხლდენები; უშვილობა; ორსულობის შეწყვეტა; ალგომენორეა.
გააზიარეთ