გამოგვყევით

ბეტრივიტი

შემადგენლობა:

ყოველი ამპულა პრეპარატი შეიცავს:
ვიტამინი B1 (თიამინის ქლორიდი) - 50 მგ; 
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) - 50 მგ;
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) – 0,5 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მეთილპარაბენი.
ყოველი ამპულა გამხსნელი შეიცავს:
2მლ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის 0,5% ხსნარს
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი, როგორც B ჯგუფის ნეიროტროპული ვიტამინების კომპლექსი, თერაპიულ ეფექტს ავლენს მამოძრავებელი აპარატის ნერვებში მიმდინარე ანთებით და დეგენერატიულ პროცესებზე. გამოიყენება ვიტამინების დეფიციტური მდგომარეობების კომპენსაციისათვის, ხოლო მაღალი დოზების შემთხვევაში გააჩნია ანალგეზური თვისებები. იგი აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, არეგულირებს ნერვული სისტემის მუშაობას და აწესრიგებს სისხლწარმოქმინს პროცესს.  
ფარმაკოკინეტიკა: პრეპარატში შემავალი  ვიტამინები ძირითადად კუმულირდება ღვიძლში სადაც გარდაიქმნებიან ფიზიოლოგიურად აქტიურ მეტაბოლიტებად რომელთა საბოლოო გამოყოფა ორგანიზმიდან ხდება შარდთან (B1 და B6) და ნაღველთან (B12)  ერთად.

ჩვენებები:

ნერვული სისტემის სხვდასხვა ეთიოლოგიის დაავადებების სიმპტომატური თერაპია მ.შ: ნევრიტები; ნევრალგიები; პოლინეიროპატიები; დიაბეტური, ალკოჰოლური და სხვა მიალგიები; რეტრობულბარული ნევრიტები; სახის ნერვების პარეზები; აგრეთვე B1 და B6 ვიტამინების დადასტურებული დეფიციტით განპირობებული ნევრალგიური დაავადებები. 

გააზიარეთ

ბორდის სხვა წევრები

ეს ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის (EU) და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერს და არ ასახავს ევროკავშირისა და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის შეხედულებებს.