გამოგვყევით

ლინკომიცინის ჰიდროქლორიდის 30% ხსნარი საინექციო

ფორმა და შემადგენლობა: საინექციო ხსნარი ამპულებში. ყოველი ამპულა შეიცავს 300მგ ლინკომიცინის ჰ/ქ ლინკომიცინ-ფუძეზე გადაანგარიშებით. დამხმარე ნივთიერებები: ედტა (ტრილონ-ბ), ნატრიუმის ჰიდროქსიდი და საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:ლინკომიცინი არის ანტიბიოტიკი, პროდუცირებული შტრეპტომყცეს ლინცოლნიენსის ან სხვა მონათესავე აქტინომიცეტების მიერ.
ანტიბაქტერიალური მოქმედებით ლინკომიცინი ჰგავს მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკებს, მაგრამ განხვავდება მათგან ქიმიური სტრუქტურით. ეფექტურია გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ (სტაფილოკოკები, სტრეფტოკოკები, პნევმოკოკები, დიფტერიის ჩხირები და სხვა), აგრეთვე ზოგიერთი ანაერობის, მ.შ. ჰანგრენის და ტეტანუსის გამომწვწვი მიკრობების მიმართ. ვირუსებზე და სოკოზე არ მოქმედებს. განსაკუთრებით აქტიურია სხვა ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადი სტაფილოკოკების მიმართ. პრეპარატის მიმართ მიკროორგანიზმების მდგრადობა ვითარდება ნელა.
თერაპიულ დოზებში პრეპარატი ავლენს ბაქტერიოსტატიკურ მოქმედებას. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ბაქტერიულ უჯრედებში ცილის სინთეზის დაბლოკვასთან.

ჩვენებები:სტაფილოკოკებით და სტრეპტოკოკებით გამოწვეული სეპტიკური მდგომარეობის სამკურნალოდ; მწვავე და ქრონიკული ოსტეომიელიტების, პნევმონიების, კანის და რბილი ქსოვილების ჩირქოვანი ინფექციების, ოტიტების და სხვა ინფექციების დროს, რომლებიც გამოწვეულია პენიცილინების მიმართ მდგრადი მიკროორგანიზმებით.

გააზიარეთ

ბორდის სხვა წევრები

ეს ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის (EU) და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერს და არ ასახავს ევროკავშირისა და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის შეხედულებებს.