გამოგვყევით

კოფეინ-ბენზოატ ნატრიუმის 20% ხსნარი საინექციო

გამოშვების ფორმა და შემადგენლობა:საინექციო ხსნარი ამპულებში. 1 მლ პრეპარატი შეიცავს 200 მგ კოფეინ-ბენზოატ ნატრიუმს (80 მგ კოფეინი და 120 მგ ბენზოატ ნატრიუმი)
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი

ფარმაკოლოგიური თვისებები:გააჩნია ანალეპტიკური, ფსიქომასტიმულირებელი, კარდიოტონიური მოქმედება. აგაზნებს ცნს, ამაღლებს ზურგის ტვინის რეფლექტორულ აგზნებადობას. არეგულირებს და აძლიერებს აგზნების პროცესებს თავის ტვინის ქერქში. ამაღლებს გონივრულ და ფიზიკურ შრომითუნარიანობას, ამცირებს დაღლილობას და ძილიანობას. აძლიერებს გულის კუნთის შეკუმშვის ძალას და სიხშირეს. აფართოებს კუნთების, გულის, თირკმლის და ბრონქების სისხლძარღვებს. პრეპარატის მოქმედება მნიშნელოვნად არის დამოკიდებული პაციენტის ნერვული სისტემის ტიპზე, შესაბამისად დოზირება ინდივიდუალურია.

ჩვენებები:დაავადებები, რომელთაც თან სდევს ცნს, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების დათრგუნვა (ნარკოტიკული და საძილი საშუალებებით მოწამლვა, ინფექციური დაავადებები და სხვა). გონივრული და ფიზიკური შრომითუნარიანობის დაქვეითება, შაკიკი, თავის ტვინის სისხლძარღვების სპაზმით გამოწვეული თავის ტკივილები, ძილიანობა.

გააზიარეთ

ბორდის სხვა წევრები

ეს ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის (EU) და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერს და არ ასახავს ევროკავშირისა და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის შეხედულებებს.