გამოგვყევით

ფოლიკულინი 0,05% და 0,1% ხსნარი ზეთში საინექციო

შემადგენლობა:1მლ პრეპარატი შეიცავს 0,5მგ (0,05% ხსნარი) ან 1მგ (0,1% ხსნარი) ფოლიკულინს. 
დამხმარე ნივთიერებები: არაქისის ზეთი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:ჰორმონული საშუალება, რომელიც მოქმედებს სქესობრივი ორგანოების და სარძევე ჯირკვლის ესტროგენმგრძნობიარე რეცეპტორების მეშვეობით. ასტიმულირებს საშვილოსნოს და მეორადი სქესობრივი ნიშნების განვითარებას მათი არასრული განვითარების დროს, აგრეთვე ენდომეტრიუმის პროლიფერაციას საშვილოსნოს მილებში და ყელში, გარე სასქესო ორგანოებში და სარძევე ჯირკვლის გამომყვან სადინარებში. ამცირებს კლიმაქტერულ პერიოდში ან გინეკოლოგიური ოპერაციების შემდეგ, სასქესო ჯირკვლების ფუნქციის დაქვეითების გამო, ქალის ორგანიზმში განვითარებული დარღვევებს. მონაწილეობს მენსტრუალური ციკლის და მშობიარობის ფუნქციების რეგულაციაში. პრეპარატის მცირე დოზები ააქტიურებს ფოლიკულინმასტიმულირებელი ჰორმონის სეკრეციას, ხოლო დიდი დოზები მას ამუხრუჭებს. აფერხებს წყლისა და ნატრიუმის იონების გამოსვლას ორგანიზმიდან. 

ჩვენებები:საკვერცხეების ფუნქციის უკმარისობით განპირობებული მდგომარეობები: პირველადი და მეორადი ამენორეა, სასქესო ორგანოების ჰიპოპლაზია და მეორადი სქესობრივი ნიშნების არასაკმარისი განვითარება, კლიმაქტერული და პოსტკასტრაციული აშლილობები, უშვილობა განპირობებული საკვერცხეების ესტროგენული ფუნქციის დაქვეითებით, სამშობიარო ქმედების სისუსტე და ვადაგადაცილებული ორსულობა. 

გააზიარეთ

ბორდის სხვა წევრები

ეს ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის (EU) და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერს და არ ასახავს ევროკავშირისა და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის შეხედულებებს.