გამოგვყევით
"ბიოფარმის" გენერალური დირექტორი
ვლადიმერ გულაშვილი

ვლადიმერ გულაშვილი ფარმაცევტულ ინდუსტრიაში დიდ გამოცდილებას ფლობს და ამჟამად კომპანია “ბიოფარმის" გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებს.

გამოცდილება

1970 წლიდან დაიწყო მუშაობა ვაქცინებისა და შრატების ს/კ ინსტიტუტში, შრატების გამწმენდ  განყოფილებაში მეაპარატედ. 1973-1974 წლებში მსახურობდა საბჭოთა კავშირის რიგებში. 1975 წლიდან კვლავ მუშაობდა ვაქცინებისა და შრატების ს/კ ინსტიტუტის ვაქცინა СТИ -ს  განყოფილებაში მეაპარატედ.  შემდეგ   სსგ „ბაქტერიოფაგის“ იმუნოკლინიკის განყოფილებაში ლაბორანტად 1980 წლამდე. 1980 წლიდან ამავე გაერთიანების ანტირაბიული განყოფილების მიკრობიოლოგად,  ხოლო 1995 წელს დაინიშნა სააქციო საზოგადოება “ბიოფარმის“ გენერალურ დირექტორის თანამდებობაზე, სადაც მოღვაწეობს დღემდე.

განათლება

1961 წელს დაამთავრა თბილისის 53 საშუალო სკოლა. 1968 წელს ჩააბარა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტის ვეტერინარულ  ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1972 წელს.

ეს ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის (EU) და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერს და არ ასახავს ევროკავშირისა და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის შეხედულებებს.