გამოგვყევით
საბჭოს თავმჯდომარე
რატი ღოლიჯაშვილი

რატი ღოლიჯაშვილი არის საქართველოში დაფუძნებული, წამყვანი ბიოფარმაცევტული კომპანიის BioChimPharm-ის გენერალური მენეჯერი.
BioChimPharm ფოკუსირებულია კვლევაზე, ინოვაციებზე და ფაგური ფარმაცევტული პროდუქტების წარმოებაზე (რაც დღესდღეობით, ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულ ინფექციებთან ბრძოლის ერთადერთი ეფექტური საშუალებაა).

რატი გაიზარდა თბილისში, მიკრობიოლოგებისა და ფარმაცევტების ოჯახში, ცხოვრების მისიად დაისახა ბრძოლა ანტიმიკრობული რეზისტენტობის გლობალურ კრიზისთან. თავისი კარიერა მიუძღვნა კვლევებს, ინოვაციებს და ფაგური მედიკამენტების გლობალურად მისაწვდომობას ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ინფექციების მქონე პაციენტებისთვის.

როგორც მეორე თაობის ფაგური ტექნოლოგიების მიმდევარი, რატი ხელმძღვანელობს ოჯახურ ბიზნესს BioChimPharm-ში, რომელიც მდებარეობს 1934 წელს დაარსებულ, მსოფლიოში უძველეს ფაგების ქარხანაში. ის არის საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერის შექმნის ინიციატორი და თავმჯდომარე, ასევე საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის საბჭოს წევრი. 

განათლება

რატის აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკასა და მენეჯმენტში და ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში.
მისმა მუშაობამ ბიოტექნოლოგიისა და ბაქტერიოფაგების სფეროში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობის წინააღმდეგ ბრძოლაში და მისმა ძალისხმევამ მოაპოვებინა ადგილი Forbes 30 Under 30 სიაში (2019).
ახლა, როგორც ამავე სიის ჟიურის წევრი, რატი აგრძელებს ახალგაზრდა მეცნიერების მიღწევების აღიარებას და მხარდაჭერას, რომლებიც გავლენას ახდენენ თავიანთ სფეროებში.

ეს ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის (EU) და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერს და არ ასახავს ევროკავშირისა და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის შეხედულებებს.