ალექსანდრე ღოლიჯაშვილი არის ბიოფარმაცევტული ინდუსტრიის გამოცდილი ექსპერტი, ბაქტერიოფაგების მიმართულებით.
გამოცდილება
1980-იან წლებში შეუერთდა ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტს, სადაც თანამშრომელ ტექნოლოგებთან ერთად მუშაობდა ფაგების უნიკალური ტექნოლოგიების კვლევასა და წარმოებაზე.
40 წელზე მეტი გამოცდილებით ბაქტერიოფაგიის დარგში, გახდა აღიარებული ავტორიტეტი ფარმაცევტულ სფეროში და დააარსა კომპანია “ბიოქიმფარმი”, სადაც წარმატებით ხელმძღვანელობს 60 კაციან გუნდს.
ალექსანდრემ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ფაგური ტექნოლოგიების განვითარებასა და გამოყენებაში ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ფარმაცევტიკა, სოფლის მეურნეობა, სურსათის უვნებლობა და ა.შ. აქვს უამრავი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 13 პუბლიკაცია სამეცნიერო ჟურნალებში, ფაგების ტექნოლოგიებთან დაკავშირებით.
ალექსანდრე ღოლიჯაშვილი არის საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერის ერთ-ერთი დამფუძნებელი და საბჭოს წევრი, თავისი გამოცდილებით და ცოდნით ეხმარება კლასტერს და ქართულ ფარმაცევტულ დარგს განვითარებასა და წინსვლაში.
ალექსანდრე წამყვანი ფიგურაა ფარმაცევტულ სფეროში და დიდი როლი მიუძღვის მისი მომავლის განსაზღვრაში.