გამოგვყევით
"კამელინი"-ს დირექტორი
მერაბ ფრუიძე

მერაბ ფრუიძე ამჟამად არის  კომპანია “კამელინი”-ს დირექტორი.

გამოცდილება

მუშაობა 1980 წელს “აკად პ.სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის და ნეიროქირურგიის ინსტიტუტი”-ში დაიწყო, როგორც მეცნიერ თანამშრომელმა სადაც  1996 წელს გახდა მთავარი სპეციალისტი სამედიცინო მენეჯმენტში.
1984 წლიდან იყო  სსრკ სამედიცინო აკადემიის ზოგადი პათოლოგიისა და პათოფიზიოლოგიის ინსტიტუტში, ნერვ-კუნთოვან დაავადებათა ლაბორატორიის სტაჟიორ-მკვლევარი. 
1998 წელს გახდა “აკად პ.სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის და ნეიროქირურგიის ინსტიტუტი ”-ს აღმასრულებელი დირექტორი.
2002-2005 წლებში უძღვებოდა “ოფთალმოლოგიის და ნევროლოგიის ეროვნული ცენტრი”-ის, ნევროლოგიურ სექტორს.
2008-2011 მუშაობდა  როგორც “ნიუ ჰოსპიტალსი”-ს , დირექტორის მოადგილე ნევროლოგიის დარგში, ხოლო 2014-2016 წლებში იყო “საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი”-ის სამედიცინო დირექტორი.

განათლება

1973-1979 დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი, 1990 წლიდან არის მედიცინის დოქტორი, 1999 წელს ქ.ათენში გაიარა კურსი “ჯანდაცვის ადმინისტრირება და ეკონომიკა”.

ეს ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის (EU) და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერს და არ ასახავს ევროკავშირისა და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის შეხედულებებს.