ბიოქომფარმმა განაახლა მსოფლიოში უძველესი ფაგების ქარხანა, რომელიც 1934 წელს აშენდა. ქარხანა განახლდა, მსოფლიოში აღიარებული, კარგი წარმოების პრაქტიკის(GMP) სტანდარტების შესაბამისად.
საქართველოს მდიდარი ისტორია აქვს ფაგიოთერაპიული დარგის განვითარებაში.
ფაგები მიკროორგანიზმებია, რომლებიც კლავენ ბაქტერიებს, თანამედროვე სამყაროში სადაც ანტიბიოტიკორეზისტენტულობის პრობლემა აქტუალურია, ფაგური პრეპარატების წარმოება და ექსპორტი, ძალიან მნიშვნელოვანია.
„მილიონობით ადამიანს ჯერ კიდევ არ აქვს წვდომა ფაგებზე, რის გამოც პაციენტები დაუცველნი არიან ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ინფექციების მიმართ“, - განაცხადა ბიოქიმფარმის გენერალურმა მენეჯერმა რატი გოლიჯაშვილმა. „ამ პროექტით ჩვენ ვზრდით საწარმოო სიმძლავრეს და საექსპორტო არეალს, რითაც ბაქტერიოფაგებს გავხდით ხელმისაწვდომს მილიონობით პაციენტისთვის მთელს მსოფლიოში. მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით ქარხნის მოდერნიზაცია საშუალებას მისცემს ბიოქიმფარმს გააფართოოს თავისი წარმოება. საერთაშორისოდ აღიარებული წარმოების სტანდარტების დაცვით, გახდეს უფრო ეფექტური რეზისტენტული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში და დაძლიოს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის გლობალური საფრთხე“.
ბიოქომფარმს თითქმის 100 წლიანი გამოცდილება აქვს ფაგების კვლევასა და წარმოებაში. მისი მისიაა, ფაგების გამოყენებით შეამციროს ანტიბიოტიკების გადაჭარბებული გამოყენება,
და დაძლიოს ანტიბიოტიკისადმი რეზისტენტული დაავადებები გლობალურად.