გამოგვყევით
27 - 28 ოქტ, 2022
ვიზიტი GM Pharma-ს ქარხანაში

2022 წლის 27 ოქტომბერს, ევროკავშირის დახმარებით, გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციამ (UNIDO) ორგანიზება გაუწია ტურს თბილისში არსებული, საერთაშორისო (GMP) სტანდარტის მქონე მოწინავე საწარმოს და ლაბორატორიის GM Pharma-ს დასათვალიერებლად.

საწარმოს ფიზიკური ტური დაიგეგმა, როგორც სათანადო წარმოების პრაქტიკაზე (GMP) უფრო ფართო სასწავლო პროგრამის შემავსებელი აქტივობა.  ტური წარმოადგენდა 2022 წლის მაისში დაწყებული ხარისხის სტანდარტზე ტრენინგ სერიების გაგრძელებას. მონაწილეებმა ადგილზე დაათვალიერეს საწარმოო ობიექტები და ლაბორატორია, რაც მათ დაეხმარათ ტრენინგების დროს მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული დაკვირვებით გამდიდრებაში.

ტური დაიგეგმა ქართული ბიოფარმაცევტული კლასტერისთვის, რომელიც აერთიანებს როგორც ბაქტერიოფაგებისა და მცენარეული ფარმაცევტული საშუალებების მწარმოებელ კომპანიებს, ასევე მათ დამხმარე ინსტიტუტებს და მიზნად ისახავს დაეხმაროს წევრებს კონკურენტუნარიანობის განვითარებაში, გაყიდვების ზრდასა და ახალ ბაზრებთან წვდომის მოპოვებაში.

ტურს ორგანიზება გაეწია, გაეროს ერთობლივი ინიციატივის „საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის ევროკავშირის ინოვაციური პროექტის“ ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ევროკავშირის მიერ (6 მილიონი აშშ დოლარით) და განახორციელა გაეროს სააგენტოებმა:  გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM).

GM Pharma-ს ტურის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ საკუთარი თვალებით დაკვირვებოდნენ საქართველოში GMP სტანდარტის პრაქტიკაში განხორციელების პროცესს. აღნიშნულ ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ 6 ფარმაცევტული კომპანიიდან ორ-ორი წარმომადგენელი. 

ევროკავშირი და (UNIDO) მომავალშიც გააგრძელებენ ქართული ბიოფარმაცევტული კლასტერის მხარდაჭერას სხვადასხვა მიმართულები.

ეს ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის (EU) და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერს და არ ასახავს ევროკავშირისა და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის შეხედულებებს.