საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია
„საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია“ წარმოადგენს კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიულ პირს.
დღევანდელი მდგომარეობით ასოციაცია აერთიანებს 20- მდე იურიდიულ და 2000- მდე ფიზიკურ პირს.
ასოციაციის მიზნებია :
- წევრთა უფლებების, პროფესიული თავისუფლებისა და ინტერესების დაცვა;
- ეროვნული ფარმაცევტული მრეწველობის განვითარების ხელშეწყობა;
- სამკურნალო მცენარეთა დაცვისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა;
- ფარმაციის დარგის რეფორმებისთვის და წამლის პოლიტიკის სფეროში რეკომენდაციების შემუშავება და განხორციელების პროცესში მონაწილეობა;
- სახელმწიფო სტრუქტურებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან თანამშრომლობა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ;
- საქართველოს ფარმაციის ისტორიის კვლევა;
- ფარმაცევტული განათლების და სპეციალისტთა დიპლომის შემდგომი სწავლების პროცესში აქტიური მონაწილეობის მიღება;
- კონგრესების, სიმპოზიუმებისა და კონფერენციების ჩატარება;
- საქველმოქმედო საქმიანობა, ჰუმანიტარული დახმარების განხორციელება;
- საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ფარმაცევტის პროფესიის მნიშვნელობაზე ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში;
- მოსახლეობის ინტერესების დაცვა ხარისხიანი, ეფექტური და ხელმისაწვდომი სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფის გზით;
- ფარმაცევტთა სოციალური დაცვის ხელშეწყობა.
ოფიციალური ვებსაიტი -
http://pharmassociation.ge
გააზიარეთ