გამოგვყევით

პიობაქტერიოფაგი

იწვევს Staphylococcus aureus, Streptococcus (სხვადასხვა სახეობის), Escherichia coli (სხვადასხვა სეროტიპის), Pseudomonas aeruginosa, Proteus vulgaris, mirabilis. ბაქტერიების სპეციფიკურ ლიზისს .

ჩვენება:პიობაქტერიოფაგი გამოიყენება სამკურნალო - პროფილაქტიკური მიზნით ზემოთ აღნიშნული მიკროორგანიზმებით გამოწვეულ ჩირქოვან - ანთებითი და ენტერალური   ინფექციების დროს.

  • ცხვირ - ხახის ინფექციური დაავადებები: შუა ყურის ანთება, ანგინა, ლარინგიტი, რინიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი, პნეუმონია, პლევრიტი;
  • კანის ინფექციური დაავადებები: ფურუნკულოზი, კარბუნკულოზი, აბსცესები, ჰიდროადენიტები, ღრმა ინფილტრატული და აბსცესური სიკოზები, პიოდერმიტები;
  • ქირურგიული ინფექციები: ჩირქოვანი ჭრილობები, მასტიტები,   ოსტეომიელიტი, ფლეგმონი;
  • პირის ღრუს ანთებითი პროცესები; სტომატიტი, გინგივიტი და სხვა.
  • კონიუნქტივიტი;
  • დამწვრობის დროს განვითარებული მეორადი ინფექციები;
  • ურო - გენიტალური და გინეკოლოგიურ ინფექციები: ურეთრიტი, ცისტიტი, პიელონეფრიტი, კოლპიტი, ენდომეტრიტი;
  • ენტერალური ინფექციები: გასტროენტეროკოლიტი, ქოლეცისტიტი, დისბაქტერიოზი;
  • ბავშვთა (მათ შორის ახალშობილთა) სხვადასხვა ჩირქოვან ანთებითი ინფექციები;
  • სტაფილოკოკის, სტრეპტოკოკის, პათოგენური ნაწლავის ჩხირის (სხვადასხვა სეროტიპის) ფსევდომონა აეროგინოზას (ლურჯმწვანე ჩირქმბადი ჩხირის) და პროტეუსის მიერ გამოწვეული დაავადებები;
  • ოპერაციის შემდგომი გართულებებისა და საავადმყოფოსშიდა ინფექციების  პროფილაქტიკის მიზნით;
გააზიარეთ

ბორდის სხვა წევრები

ეს ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის (EU) და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერს და არ ასახავს ევროკავშირისა და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის შეხედულებებს.