ბიფიდუმბაქტერინი
ბიფიდუმბაქტერიების ანტაგონისტური აქტივობა ხელს უშლის ორგანიზმში სხვადასხვა პათოგენური და პირობით პათოგენური მიკრობების გავრცელებას, ასუფთავებს ორგანიზმს, არეგულირებს ნაწლავურ მიკროფლორას ანთებით კერებზე ზემოქმედებით ზრდის ორგანიზმის არასპეციფიურ რეზისტენტობას. იგი ასევე აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და მონაწილეობს B ჯგუფის ვიტამინების სინთეზში.
ბიფიდუმბაქტერინი გამოიყენება სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნით.
ჩვენებები:ბიოლოგიური პრეპარატი უკუჩვენების გარეშე
პრეპარატი გამოიყენება:
- დისბაქტერიოზის სამკურნალოდ, რომელიც ვითარდება ორგანიზმში ანტიბიოტიკებით განპირობებული მიკროფლორის დეფიციტით, ჰორმონული, ქიმიური, სხივური და სხვა თერაპიული მკურნალობის დროს.
- კოლიტების და ენტეროკოლიტების დროს.
- ბავშბვებში, მოზრდილებში და ორსულებში უცნობი ეთიოლოგიის ნაწლავური დისფუნქციის დროს.
- ახალშობილთა მწვავე და ქრონიკული ანთებითი პროცესების, სეფსისების კომპლექსური მკურნალობისას.
- ახალშობილთა ხელოვნურ კვებაზე გადაყვანის პერიოდში
გააზიარეთ