თბილისში ევროკავშირის დახმარებით, გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციამ (UNIDO) ქართული ფარმაცევტული კლასტერის წარმომადგენლებისათვის ორგანიზება გაუწია ინტერაქტიულ ღონისძიებას სათანადო წარმოების პრაქტიკის (GMP) სტანდარტის მქონე მოწინავე საწარმოს და ლაბორატორიის ფიზიკურად დასათვალიერებლად თბილისში. ტურში მონაწილეობა მიიღო კლასტერის წევრმა ყველა კომპანიამ, რომელთა წარმომადგენლებმაც ევროკავშირისა და UNIDO-ს მიმართ გამოხატეს მადლიერება ინიციატივისათვის.