გამოგვყევით
12 - 13 დეკ, 2022
ტრენინგი ვალიდაცია კვალიფიკაციის თემის შესახებ

ევროკავშირის დახმარებით, გაეროს ინდუსტრიულმა ორგანიზაციამ (UNIDO) ორგანიზება გაუწია, ორ დღიან ტრენინგს ვალიდაცია კვალიფიკაციის თემის შესახებ. ტრენინგი ჩატარდა, სათანადო წარმოების პკრაქტიკის (GMP) ტრენინგ პროგრამის ფარგლებში.

ხარისხის გაუმჯობესება და შენარჩუნება მოითხოვს მართვის გამართული სისტემის დანერგვას, რომელიც მიესადაგება GMP საერთაშორისო სტანდარტის პრინციპებს. ტრენინგები, რომელიც განხორციელდა 2022 წლის 12-13 დეკემბერს, წარმოადგენდა ამავე მართვის სისტემის დანერგვისთვის მაისში წამოწყებული ტრენინგ პროგრამის დახურვას. ბოლო ტრენინგ სესია დაეთმო GMP სტანდარტის ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა ვალიდაცია კვალიფიკაციის კომპონენტები.

ტრენინგი ჩატარდა ქართული ბიოფარმაცევტული კლასტერისთვის, რომელიც აერთიანებს როგორც ბაქტერიოფაგებისა და მცენარეული ფარმაცევტული საშუალებების მწარმოებელ კომპანიებს, ასევე მათ დამხმარე ინსტიტუტებს და მიზნად ისახავს დაეხმაროს წევრებს კონკურენტუნარიანობის განვითარებაში, გაყიდვების ზრდასა და ახალ ბაზრებთან წვდომის მოპოვებაში.

ტრენინგები დაიგეგმა გაეროს ერთობლივი ინიციატივის „საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის ევროკავშირის ინოვაციური პროექტის“ ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ევროკავშირის მიერ (6 მილიონი აშშ დოლარით) და განახორციელა გაეროს სააგენტოებმა:  გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM).

ტრენინგი განხორციელდა მაღალკვალიფიციური, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით, რომლებმაც თეორიული კომპონენტი გაამდიდრეს სავარჯიშოებით, სამუშაო ჯგუფით და ინდივიდუალური ქოუჩინგის სესიებით. ტრენინგი წარიმართა ფარმაცევტული კომპანიების 20 წევრის ჩართულობით (75% ქალბატონი).
პროგრამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა ბენეფიციარების მხრიდან.
ევროკავშირი და (UNIDO) მომავალშიც გააგრძელებენ ქართული ბიოფარმაცევტული კლასტერის მხარდაჭერას სხვადასხვა მიმართულები.

ეს ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის (EU) და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერს და არ ასახავს ევროკავშირისა და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის შეხედულებებს.