გამოგვყევით
20 - 21 თებ, 2023
ტრენინგი პერსონალის მართვის შესახებ GMP გარემოში

ევროკავშირის დახმარებით, გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციამ (UNIDO) ორგანიზება გაუწია ორ დღიან ინტერაქტიულ ტრენინგის პროგრამას - პერსონალის მართვა GMP გარემოში, როგორც სათანადო წარმოების პრაქტიკაზე (GMP) ტრენინგ სერიის გაგრძელებას ქართული ბიოფარმაცევტული კლასტერისთვის. ტრენინგი წარიმართა მაღალი დასწრებით და ჩართულობით.

ხარისხის სტანდარტის წარმატებით განხორციელებისთვის საჭიროა პერსონალის მართვის სისტემა, რომელიც უწყვეტად უზრუნველყობს პერსონალის ზედამხედველობას რისკების მინიმიზაციისათვის და ჰიგიენური, ხარისხის და უსაფრთხოების სტანდარტების შენარჩუნებისთვის.

ტრენინგი პერსონალის მართვაზე ჩატარდა როგორც სათანადო წარმოების პრაქტიკის შესახებ (GMP) 2022 წლის მაისში დაწყებული ტრენინგების სერიის გაგრძელება. ამჯერად ტრენინგის ფოკუსი იყო ხარისხის პერსონალის ეფექტურ მართვაზე, რაც საჭიროა GMP სტანდარტის ზოგადი აღსრულებისათვის. ხარისხის პერსონალი ასრულებს მთავარ ფუნქციას GMP პრინციპების ყოველდღიურ დაცვაში.

ტრენინგი განხორციელდა მაღალი კვალიფიკაციის მქონე საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით და ფარმაცევტული კომპანიების 26 წარმომადგენლის ჩართულობით (69% ქალბატონი). ტრენინგ პროგრამის დახმარებით მონაწილე კომპანიებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს GMP სერთიფიცირების მიმართლებით. “ტრენინგებისა და ქოუჩინგის დახმარებით წარმატებით გავიარეთ ინსპექცია და დავაკმაყოფილეთ GDP მოთხოვნები“ - მარიამ კვესელავა, ნეოფარმის ხარისხის უზრუნველყოფის პასუხისმგებელი პირი.

 

ტრენინგების ორგანიზება ევროკავშირი საქართველოსთვის (EU4Georgia) პროექტის „საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის ევროკავშირის ინოვაციური პროექტის“ ფარგლებში მოხდა, რომელსაც ევროკავშირი 6 მილიონი ევროთი აფინანსებს. პროექტს ახორციელებს გაეროს ოთხი სააგენტო: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM).

ევროკავშირი და UNIDO მომავალშიც გააგრძელებენ ქართული ბიოფარმაცევტული კლასტერის მხარდაჭერას. იგეგმება დამატებითი სესიები ფარმაცევტული კომპანიებისათვის მათთვის საინტერესო თემებზე ფოკუსირებით.

ეს ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის (EU) და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერს და არ ასახავს ევროკავშირისა და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის შეხედულებებს.