2022 წლის 30 და 31 მაისს, თბილისში ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი კარგი წარმოების პრაქტიკაზე (GMP).
GMP არის მსოფლიოში აღიარებული ხარისხის სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო პროდუქტის წარმოებისთვის საჭირო პირობებს და ამცირებს რისკებს საწარმო პროცესში.
ტრენინგი ჩატარდა ქართული ბიოფარმაცევტული კლასტერისთვის, რომელიც აერთიანებს როგორც ბაქტერიოფაგებისა და მცენარეული ფარმაცევტული საშუალებების მწარმოებელ კომპანიებს, ასევე მათ დამხმარე ინსტიტუტებს და მიზნად ისახავს დაეხმაროს წევრებს კონკურენტუნარიანობის განვითარებაში, გაყიდვების ზრდასა და ახალ ბაზრებთან წვდომის მოპოვებაში.
ტრენინგები დაიგეგმა გაეროს ერთობლივი ინიციატივის „საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის ევროკავშირის ინოვაციური პროექტის“ ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ევროკავშირის მიერ (6 მილიონი აშშ დოლარით) და განახორციელა გაეროს სააგენტოებმა: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM).
ტრენინგს უძღვებოდნენ, როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო მაღალკვალიფიციური ექსპერტები, პროგრამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა ბენეფიციარების მხრიდან.
ევროკავშირი და (UNIDO) მომავალშიც გააგრძელებენ ქართული ბიოფარმაცევტული კლასტერის მხარდაჭერას სხვადასხვა მიმართულებით.