კარგი წარმოების პრაქტიკის(GMP) პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ორდღიანი ინტერაქტიური ტრენინგი ხარისხის რისკის ანალიზის შესახებ.
ხარისხის მართვა და შენარჩუნება მოითხოვს მართვის გამართულ სისტემას, რომელიც შეესაბამება GMP საერთაშორისო სტანდარტს.
აღნიშნული ტრენინგი დაეთმო GMP სტანდარტის ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიცაა ხარისხის რისკის ანალიზი და ემსახურება, განვლილ ტრენინგებზე მიღებული ცოდნის და გამოცდილების გაღრმავებას.
ტრენინგი ჩატარდა ქართული ბიოფარმაცევტული კლასტერისთვის, რომელიც აერთიანებს როგორც ბაქტერიოფაგებისა და მცენარეული ფარმაცევტული საშუალებების მწარმოებელ კომპანიებს, ასევე მათ დამხმარე ინსტიტუტებს და მიზნად ისახავს დაეხმაროს წევრებს კონკურენტუნარიანობის განვითარებაში, გაყიდვების ზრდასა და ახალ ბაზრებთან წვდომის მოპოვებაში.
ტრენინგები დაიგეგმა გაეროს ერთობლივი ინიციატივის „საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის ევროკავშირის ინოვაციური პროექტის“ ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ევროკავშირის მიერ (6 მილიონი აშშ დოლარით) და განახორციელა გაეროს სააგენტოებმა: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM).
ტრენინგი განხორციელდა მაღალკვალიფიციური, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით რომლებმაც თეორიული კომპონენტი გაამდიდრეს სავარჯიშოებით, სამუშაო ჯგუფით და ინდივიდუალური ქოუჩინგის სესიებით. ტრენინგი წარიმართა ფარმაცევტული კომპანიების 20 წევრის ჩართულობით (75% ქალბატონები).
პროგრამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა ბენეფიციარების მხრიდან.
ევროკავშირი და (UNIDO) მომავალშიც გააგრძელებენ ქართული ბიოფარმაცევტული კლასტერის მხარდაჭერას სხვადასხვა მიმართულები.