2022 წლის სექტემბერში, ევროკავშირის დახმარებით გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციამ (UNIDO) ორგანიზება გაუწია ელექტრონული მარკეტინგისა და კომერციის სასწავლო კურსს.
სასწავლო კურსი ჩატარდა ფარმაცევტული პროდუქტების მწარმოებელი კომპანიებისთვის და მიზნად ისახავდა ელექტრონული მარკეტინგისა და კომერციის სტრატეგიის ჩამოყალიბებას, მკითხველისთვის ელექტრონულ სფეროში საჭირო ისეთი უნარების განვითარებისთვის, როგორიცაა ვებგვერდის შექმნა, საძიებო სისტემებში ოპტიმიზაცია და ელექტრონული კომერციის მართვა.
დასახული მიზნის მისაღწევად, შემუშავებული იქნა პროგრამა რომელიც ერთდროულად მოიცავდა ონლაინ ტრენინგებს, საჭიროებაზე მორგებულ სასწავლო სესიებს და ელექტრონული მარკეტინგის სახელმძღვანელოებს კონკრეტულად ბაქტერიოფაგებისა და ჰერბალური მედიცინის მწარმოებლებისათვის.
სასწავლო კურსი დაიგეგმა გაეროს ერთობლივი ინიციატივის „საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის ევროკავშირის ინოვაციური პროექტის“ ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ევროკავშირის მიერ (6 მილიონი აშშ დოლარით) და განახორციელა გაეროს სააგენტოებმა: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM).